logo
ENG



საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი: ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები

23 თებ 202111:43
3 წუთის საკითხავი
clock 6053
2021/02/23/d0gpeo6s0tcso6y.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი და ერთადერთი სწორი ნაბიჯი ხელახალი არჩევნებია. ჯანელიძე მინისტრის პოსტს ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, 2015-2018 წლებში იკავებდა.

"ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი. გვეყო ერთ წრეზე სიარული, სადაც მიგვიყვანა ყველა კარგად ვხედავთ", - წერს ჯანელიძე.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. 


close დახურვა