logo

ენმ-ის ოფისში ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა გაიმართება

23 თებ 202112:32
3 წუთის საკითხავი
clock 91
2021/02/23/vciir4aquow4rra.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციური პარტიებისა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.

საკითხი, რაზეც ოპოზიცია და ელჩები ისაუბრებენ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებაა.

სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლის, სერგო ჩიხლაძის თქმით, შეხვედრის დრო ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. 

"გვაქვს მიმოწერა ელჩებთან. დღის განმავლობაში შეხვედრა, ან შეხვედრები ცალცალკე, აუცილებლად გაიმართება, თუმცა რეაქციები უკვე ცნობილია ელჩების და საელჩოების, ჩვენი მეგობარი ქვეყნების", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დღეს, 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

მომხდარის გამო, ოპოზიციის ლიდერებმა 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია დააანონსეს.

close დახურვა