logo
ENG



აპატურაი: მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს

23 თებ 202112:59
3 წუთის საკითხავი
clock 1714
2021/02/23/998k03bo5gdbxgh.jpg

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს.

მისი თქმით, NATO საქართველოსგან მოელის, რომ შეინაჩუნოს ევროატლანტიკური დემოკრატიული სტანდარტები. 

"ყურადღებით ვაკვირდებით საქთველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. NATO მოელის საქართველოსგან, როგორც ახლო პარტნიორისა და ასპირანტისგან, შეინაჩუნოს ევროატლანტიკური დემოკრატიული სტანდარტები, რომლის მიღწევისა და შენარჩუნებისთვის მან ამდენი იშრომა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტას და მაპოლარიზებელი რიტორიკისა და ქმედებებისგან თავის არიდებას", - წერს აპატურაი.


close დახურვა