logo
ENG



მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაიწყო

23 თებ 202115:13
3 წუთის საკითხავი
clock 461
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაიწყო
ვახო ქარელი/ფორმულა

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. 

შეკრებილები ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ და ითხოვენ მის გათავისუფლებას, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვას. 

ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვლის დილით დააკავეს. 

ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

მომხდარის გამო, ოპოზიციის ლიდერებმა 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია დააანონსეს.


close დახურვა