26 თებერვალს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დაიგეგმა.
დღევანდელ აქციაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის წინ ამ წუთებში მიმდინარეობს, ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ 15:00 საათზე დაიწყება მსვლელობა ფილარმონიიდან.
მისი თქმით, იქნება "ოკუპაციას, როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ".
"ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის". - თქვა დეკანოიძემ.