logo
ENG



ბოკერია: კრიზისიდან გამოსავალია მელიას და რურუას გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნები

23 თებ 202121:30
3 წუთის საკითხავი
clock 1007
ბოკერია: კრიზისიდან გამოსავალია მელიას და რურუას გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნები

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ოპოზიციამ მათ უკვე არსებული მოთხოვნები გააცნო, მათ შორის, ნიკა მელიას გათავისუფლება და მის მიმართ დევნის შეწყვეტაც. ბოკერიას თქმით, მხოლოდ დასახელებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში ექნება აზრი ხელისუფლებასთან დიალოგს. 

"ჩვენს ყველა პარტნიორთან საკითხი დასმული გვაქვს ასე: ამ კრიზისიდან გამოსავალი არსებობს მხოლოდ ამ გზით, განთავისუფლება ნიკა მელიასი, 8 მარტის შეთანხებიდან ჩატოვებული რურუასი, პრინციპული საკითხია ორივე. ასევე, შეწყვეტა დევნის და ახალი, ვადამდელი, ნორმალური არჩევნები", - თქვა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ელჩების პოზიციას მათ ნაცვლად თავად ვერ გააჟღერებს.

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა გრძელდება.  

მანამდე, ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა არაერთი საელჩო თუ უცხოელი პოლიტიკური ლიდერი. 

დღეს, 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. სპეცრაზმმა შენობაში მყოფი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

 


close დახურვა