
Clubhouse პირველად 2020 წლის მარტში გამოჩნდა — მოდი, გულწრფელად ვთქვათ, რომ ამ პლატფორმით, რომელიც აუდიო კომუნიკაციის საშუალებას გვაძლევს, ყველანი სულ ახლახან აღვფრთოვანდით.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, დანარჩენ მსოფლიოშიც მსგავსი სურათია. განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა გამოიყენა სასაუბროდ.
აპლიკაცია, რომელიც 2021 წლის თებერვლის მონაცემებით 10 მილიონზე მეტ რეგისტრირებულ მომხმარებელს აერთიანებს, უკვე $1 მილიარდად არის შეფასებული და ღირებულებით კონკურენციას ისეთ პლატფორმებს უწევს, როგორიც არის Uber და AirBnb.
აღსანიშნავია, რომ Clubhouse-ის ოფიციალური ვერსია მხოლოდ Apple-ის მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი.
გთავაზობთ, ციფრებში გამოსახული მწვერვალებიდან ცოტა ხნით მიწაზე დავეშვათ და აქვე, “ქართულ Clubhouse-ს“ მეტად ჩავუღრმავდეთ — სტატიაში მოგიყვებით იმ ტიპის ადამიანებზე, რომელთაც Clubhouse-ზე დარეგისტრირებიდან მალევე, თავადაც აღმოაჩენთ:
მოწოდებით სპიკერი
ეს ადამიანები ისე თამამად და საინტერესოდ საუბრობენ, ობიექტურად, შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ Clubhouse სწორედ მათთვისაა შექმნილი.
ნუთუ ასეა?!
კარგი მსმენელი
“კარგ მსმენელებს“ თითქმის ვერასდროს ნახავთ სპიკერების ჩამონათვალში — ისინი აქტიურად სტუმრობენ სხვადასხვა ოთახს, თუმცა განხილვის დასრულებამდე სარგებლობენ მათთვის მინიჭებული დუმილის უფლებით.
მოწოდებით ორგანიზატორი
სულაც არ არის აუცილებელი, მოწოდებით ორგანიზატორი მომხმარებელი ოთახში მართლაც ორგანიზების ეგიდით იყოს მოწვეული.
ისინი საკუთარი კეთილი ნებით ირჯებიან და საკმაოდ სამართლიანადაც გვისაზღვრავენ სასაუბროდ განკუთვნილ წუთებს.
ინტრიგანი
კარგია, რომ ეს ადამიანები პლატფორმაზე მოქმედი წესებიდან გამომდინარე და საკუთარ ანგარიშზე მართვის სადავეების დაკარგვის შიშით, საყვარელ “საქმიანობაში“ (ინტრიგების ხლართვაში) მწვერვალებს ვერასდროს აღწევენ.
არაპუნქტუალური
ოთახში ძირითადად საუბრის მიწურულს შემოდიან და სიტუაციაში გაერკვევასაც გამალებით ცდილობენ.
ბიზნესმენი
საბოლოოდ გაირკვა, რომ ბიზნესით დაინტერესებული ადამიანები, მართლაც, ყველგან ბიზნესით არიან დაკავებული — ჩვენ ხომ ჯერ კიდევ აპლიკაციის სხვადასხვა ფუნქციის გარკვევაში ვართ?! აი, ეს ხალხი კი დროს არ კარგავს, მნიშვნელოვან კონტაქტებს იძენს და სავარაუდოდ დამატებით ფულსაც გამოიმუშავებს.
ძალიან გულწრფელი
აი, ძალიან, ძალიან გულწრფელ ადამიანებზე გვაქვს საუბარი.
ცუდი ინტერნეტით
მტკივნეული რეალობა აერთიანებთ: წინადადებას თითქმის ვერასდროს ასრულებენ, რადგან ყოველ 5 წუთში ინტერნეტი ეთიშებათ.
დაუნახავი
დაუნახავებსაც ყველა ოთახში შეხვდებით — რეალურად ისინი Clubhouse-ის აქტიური მომხმარებლები არიან, თუმცა, სულ ამტკიცებენ რომ ეს აპლიკაცია მაგრად “არ ევასებათ“.
TV formula-ს გამომწერი
ყველაზე მარტივია ამ წამიდან @TVformula-ს გამომწერი გახდე Clubhouse-ზე და იმ ადამიანთა რიცხვს შეუერთდე, რომელთაც ჩვენთან ერთად ძალიან საინტერესო თემების განხილვა ელოდებათ წინ.