დანიშვნიდან 3 კვირაში კახა ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი დატოვა. კახა ქემოკლიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად 2021 წლის 4 თებერვალს გიორგი გახარიამ დანიშნა.
"საჯარო და უსაფრთხოების სფეროში 10-წლიანი სამსახურის შემდეგ წასვლის დროა. მადლიერი ვარ ყველა იმ არაჩვეულებრივი გონების, ქალის და კაცის, ვისთან ერთადაც მუშაობა მომიწია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას მისი ლიდერობისა და შესაძლებლობისთვის, ვყოფილიყავი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანის ნაწილი".- დაწერა მან ტვიეტრზე.
მთვრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობამდე კახა ქემოკლიძე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იყო, მანამდე კი შსს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი.