logo
ENG



თალაკვაძე: ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას

25 თებ 202112:44
3 წუთის საკითხავი
clock 712
თალაკვაძე: ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას

არჩილ თალაკვაძე ფორმულას ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება და გმობს ძალადობის ფაქტს.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ძალადობაზე რეაგირება მკაფიო და ეფექტური უნდა იყოს.

„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ფორმულას ტელეწამყვანს, ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს.

ვახო სანაია მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ რომ მას თავს დაესხნენ, როგორც მედიის წარმომადგენელს. სანაია ყვება, რომ თავდამსხმელები ნასვამები და აგრესიულები იყვნენ.

 


close დახურვა