logo
ENG



ვოლსკი სანაიაზე თავდამსხმელებზე: ადამიანები საქართველოში ვიღაცის ახლობლები არიან

26 თებ 202116:51
3 წუთის საკითხავი
clock 864
ვოლსკი სანაიაზე თავდამსხმელებზე: ადამიანები საქართველოში ვიღაცის ახლობლები არიან

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლდიერი, გია ვოლსკი, ფორმ,ულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმელებზე საუბრისას თქვა, რომ "ადამიანები საქართველოში და თბილისში ვიღაცის ახლობლები არიან". ამის იგი გამოეხმაურა ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბრალდებულებიდან ერთ-ერთს კორცხელის ინციდენტის მონაწილესთან ჰქონდა კავშირი.

"ადამიანები საქართველოში და თბილისში, თქვენ წარმოიდგინეთ, ვიღაცის ახლობლები არიან. ზოგი შეიძლება მოგეწონოთ, ზოგი - არა. ფაქტია რომ სამართლის წინაშე ისინი პასუხს აგებენ. ფაქტია, რომ ორმაგი სტანდარტი არ უნდა მუშაობდეს", - ამბობს გია ვოლსკი. 

ვახო სანაიაზე თავდასმხაში მონაწილე პირების იდენტიფიკაციის პროცესში, ფორმულამ დაადგინა, რომ ვაჟა გიგაური, რომელიც სანაიას თქმით, მის წინააღმდეგ აგრესიული თავდასხმის მთავარი ინიციატორი იყო, კორცხელის დარბევაში მონაწილე გიორგი გიგაურის ნათესავია. 

ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა ასევე გაარკვია, რომ ბრალდებულები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის უბნელები და მეზობლები არიან. გეგეშიძე, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტსმენია. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობამდე, ის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო.

გეგა გეგეშიძის სახელს უკავშირდება 2016 წელს სოფელ კორცხელში, ოპოზიციის წინააღმდეგ სპორტსმენების მობილიზაციაც.

გიგაური, სახელაშვილი და საყევარაშვილი ფორმულას ტელეწამყვანს ჟურნალისტური საქმიანობის გამო გუშინ, 25 თებერვლის დილას დაესხნენ თავს, როდესაც სანაია ნათესავთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა და ავარიული სიტუაციიდან კუთვნილი მანქანის ამოყვანას სამაშველო სამსახურების დახმარებით ცდილობდა. თავდასხმის შედეგად სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა.

დაკავებულების მიმართ წარდგენილი საბრალდებო მუხლები ძალადობით ან ძალადობის მუქარით განხორიციელებულ დევნას, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას და ძალადობას გულისხმობს. 


close დახურვა