logo
ENG



ჯაფარიძე: პოლიტპატიმრები, ხელახალი არჩევნები და ა.შ. - ყველა ეს საკითხი დევს მაგიდაზე

01 მარ 202122:55
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე: პოლიტპატიმრები, ხელახალი არჩევნები და ა.შ. - ყველა ეს საკითხი დევს მაგიდაზე
ვახო ქარელი/ფორმულა

გირჩი მეტი თავისუფლების დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ, მმართველ გუნდთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე განიხილება 6 საკითხი და მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხებიც.

ჯაფარიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან არ ყოფილა გაჟღერებული რომ რომელიმე საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.

"ამ მოლაპარაკებების მაგიდაზე განწყობა იყო, რომ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი. შესაბამისად, ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან, რომ რაღაც თემაზე არ ვისაუბრებთ, გაჟღერებული არ ყოფილა. იქ არის პუნქტები მათ შორის არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ხელახალი არჩევნებიც და ა.შ. ყველა ეს საკითხი დევს მაგიდაზე. ნებისმიერ შემთხვევაში მოლაპარაკებები გამოსავალია. თუ მოლაპარაკებებს დავიწყებთ და გავაჟღერებთ, რაზეც ახლა შევთანხმდით, შეიძლება, აქედან რაღაც გამოვიდეს, არანაირი გარანტია მაგის არ არსებობს. პოლიტიკური პატიმრები, ხელახალი არჩევნები დევს მაგიდაზე და არის იმ ექვს პუნქტში, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა წარმოადგინა. ეგ არ ნიშნავს, რომ ოცნება ამაზე ხელს აწერს, ეგ ნიშნავს, რომ თანახმა არიან ამ საკითხების გარშემო ვისაუბროთ", - აცხადებს ჯაფარიძე.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გაიმართება შემდგომი შეხვედრა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის.   

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით, მიმდინარეობდა შეხვედრა.


close დახურვა