logo
ENG



ღარიბაშვილი: მელიას, მის ოჯახს ან პარტიას შეუძლიათ, გადაიხადონ გირაო და გამოიყვანონ

02 მარ 202112:46
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 1-ლ მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე საუბარი ნიკა მელიას საქმესაც შეეხო. 

პრემიერმინისტრის თქმით, მისი პოზიცია იყო და დღესაც უცვლელია - მელიას ოჯახს ან პარტიის წევრებს შეუძლიათ, გადაიხადონ გირაო და ამ გზით გაათავისუფლონ ის. 

"საკითხი შეეხებოდა ბატონი მელიას გამოშვებას. ჩემი პოზიცია იყო და ახლა მინდა გავიმეორო: არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას ან მის ოჯახს ან პარტიის წევრებს აქვთ სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადაიხადონ გირაო და მანამ, სანამ განაჩენი დადგება სახეზე, ის იყოს გამოყვანილი გარეთ". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ნიკა მელია 23 თებერვალს, გირაოს გადაუხდელობის მიზეზით დააკავეს. ენმ-ის თავმჯდომარემ თქვა, რომ მას პოლიტიკური მოტივით დევნიან, ამიტომ თანხას არ გადაიხდიდა. მელიას დასაკავებლად პოლიცია პარტიის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ  დიალოგის, ვითარების დეესკალაციის, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის შესახებ დასავლელი პარტნიპრების მოწოდებები არ გაითვალისწინა, საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩამოვიდა. 

ის შეხვდა ოპოზიხიის და ხელისუფლების წარმომადგენლებს, საღამოს კი მისი მედიაციით გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შარლ მიშელმა კონკრეტული ჩარჩო მოიტანა, რომელშიც კონკრეტული საკითხებია გაწერილი. 

ჩარჩოს მიხედვით, მხარეებს შორის განხივლის თემა უნდა იყის არა 4, არამედ 6 საკითხი, მათ შორის არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება. 


close დახურვა