logo
ENG



საქსტატი: ზეთი 34,3%-ით გაძვირდა, პური - 8,7%-ით, შაქარი - 14,1%-ით, თევზეული 10,6%-ით

02 მარ 202113:21
3 წუთის საკითხავი
clock 633
2021/03/02/vvauhxlrqxbelel.jpg

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3,6 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას აღნიშნულმა მაჩვენებელმა, 2021 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,6% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6,3%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ზეთი და ცხიმი გაძვირდა 34,3%-ით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 14,1%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო 12,4%-ით, პური და პურპროდუქტები 8,7%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 6,4%-ით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 6,3%-ით.

ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე -4,1% და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე -4,8%.

საქსტატის ინფორმაციით, ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14,2%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,5 %) ქვეჯგუფებზე.

ფასების 8,1%-იანი მატება მოხდა ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს ჯგუფში.


close დახურვა