logo
ENG



საქსტატი: 3 თვეში ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 592 მილიონი ლარი დახარჯეს

24 ნოე 202312:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/24/mt4ha06oqhhdpys.jpg

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 592.4 მილიონი ლარი დახარჯეს. ეს მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით ნაკლებია, წინა წელს 915.3 ლარი იყო.

ამ ხარჯებიდან 40% საყიდლებზე მოდის.

გარდა ამისა, საქსტატის ცნობით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 18.2%-ით მეტია.

აქედან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ ვიზიტების რაოდენობამ 647.2 ათასი შეადგინა, რაც 21.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (279.5 ათასი) და სომხეთში (107.6 ათასი) განხორციელდა.

III კვარტალში საზღვარგარეთ 397.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი შედგა, რაც 38.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის თანახმად, III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (33.4%) განხორციელდა საყიდლების მიზნით.


close დახურვა