დგას თუ არა ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევის უკან, - გორში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაკავებულია 4 პირი, აქედან ორს ირიბი კავშირი აქვს მმართველ გუნდთან. თუმცა, ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავარ დამნაშავეებს ხელს აფარებს. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, გორში ოფისის ვანდალური დარბევა მმართველი პარტიის შეკვეთილია. ქართული ოცნება ბრალდებას უარყოფს, მეტიც მმართველი პარტიის ნაწილი კი იმასაც არ გამორიცხავს, რომ გორში ოფისი თავად ნაციონალურმა მოძრაობამ დაარბია.
ვინ დგას გორში ვანდალური დარბევის უკან?
03 მარ 202120:27
3 წუთის საკითხავი