ქართული ოცნების დეპუტატი, თეა წულუკიანი ნიკა მელიას საქმეზე ამბობს, რომ "ციხე მას პოლიტიკურ ბენეფიტს არ მოუტანს". ოპოზიციური პარტიის ოფისში შტუყრმით შესვლისა და პარტიის თავმჯდომარის დაკავებაზე საუბრისას წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს იყო "ერთადერთი სწორი სამართლებრივი გზა".
"პოლიციამ შესანიშნავი პროფესიონალიზმით, მშვიდობიანად ჩაატარა დაკავების ღონისძიება.
მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად, თუკი ავიღებთ ერთ პოლიტიკოსს, ნიკანორ მელიას, მისთვის ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს არ მოიტანს. მე, როდესაც მინისტრად დავინიშნე, ის მუშაობდა, როგორც ადეიშვილის კადრი იუსტიციის სამინისტროში და მეტნაკლებად გვქონდა გაცნობის საშუალება. მან, ალბათ იცის, რომ მე ტყუილთან არ ვმეგობრობ და გულწრფელად ვიტყვი, რომ ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა. ასევე, არ აღმოაჩნდა არავინ ვინც სწორ რჩევას მისცემდა. რეალურად მის პოლიტიკურ გარემოცვას აწყობს ნიკა მელია ციხეში", - ამბობს თეა წულუკიანი.