logo
ENG



გორში, 21 წლის კაცის ცხედარი იპოვეს, მას ოჯახი 4 თვის განმავლობაში ეძებდა

06 მარ 202120:53
3 წუთის საკითხავი
 

გორში, სამართალდამცველებმა 21 წლის გიორგი ნონიაშვილის ცხედარი იპოვა, რომელსაც 4 თვის განმავლობაში ეძებდნენ.

ფორმულას ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადასვენებულია და მას გამოკვლევები უტარდება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი თუ რა გახდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი. 

ინფორმირებული წყარო გვიყვება, რომ ის გორიჯვარზე ერთ-ერთ ხევში ნახეს და მის ცხედარს ფოთლები ფარავდა. შსს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს. 


close დახურვა