logo
ENG



სუს: საოკუპაციო რეჟიმის 2 შეიარაღებული პირის მიერ ჩვენი მოქალაქის დაკავება აღვკვეთეთ

07 მარ 202122:35
3 წუთის საკითხავი
clock 873

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმის 2 შეიარაღებული პირის მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების მცდელობა აღკვეთეს. ამის შესახებ ფორმულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. 

უწყებაში ამბობენ, რომ ისინი არ დაუკავებიათ.

„ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა. 7 მარტს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, სოფ. ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა. უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მოხდა ვითარების განმუხტვა", - აცხადებენ სუს-ში.


close დახურვა