logo
ENG



რუსეთის დაზვერვის უფროსი: აშშ გაღიზიანებულია, "ოცნება" უსიტყვოდ არ მიყვება დასავლურ კურსს

09 მარ 202117:16
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/09/4necmlxh9y2i7ll.jpg

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი სერგეი ნარიშკინი ამბობს, რომ ვაშინგტონში ქართული ოცნებით უკმაყოფილოები არიან. 

მისი განცხადება რუსეთის დაზვერვის სამსახურის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა

განცხადებაში ნათქვამია, რომ "აშშ მიხეილ სააკაშვილის დროიდან მიეჩვია საქართველოში პოლიტიკური პროცესების მართვას და იმის კარნახს, როგორ უნდა იფუნქციონიროს მთავრობამ, რა ხაზი უნდა გაატაროს ოპოზიციასთან მიმართებაში. 

ბოლო დროს ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება მმართველი გუნდის, ქართული ოცნების მიმართ მიმართ, რომელიც ამერიკულ მოთხოვნებს არ ემორჩილება. თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან იმის გამო, რომ 'მეოცნებეები' სრულად არ ასრულებენ დირექტივას, უსიტყვოდ მისდიონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს". 

რუსული საგარეო დაზვერვის სამსახური ასევე აცხადებს, რომ აშშ გეგმავს, ქართულ ოპოზიციას სისტემური მხარდაჭერა გამოუცხადოს და ამავდროულად, შელახოს მმართველი პარტიის პოზიციები. 

ამასთანავე, ნარიშკინის განცხადებით, აშშ თავის პარტნიორებსაც მოუწოდებს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ. 

"ვაშინგტონში ღიად უცხადებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თეთრი სახლის თბილისთან ურთიერთობის შემდგომი ხაზი დამოკიდებული იქნება საქართველოს მთავრობის მზადყოფნაზე, ზუსტად შეასრულოს ამერიკული მითითებები". - აცხადებს დაზვერვის სამსახურის უფროსი. 

ნარიშკინისვე განცხადებით, "საქართველოს მაგალითი მოწმობს იმაზე, რომ სწრაფვა ცალკეული ნაციონალური ელიტების სურვილი, გამოიყენონ ვაშინგტონის პატრონაჟი თავიანთი ამჟამინდელი ამოცანების გადასაჭრელად სწრაფად იწვევს დე ფაქტო სუვერენიტეტის დაკარგვას და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას როგორც საგარეო ასპარეზზე და საკუთარ ქვეყანაში ”.


close დახურვა