logo
ENG



მორაგბე სიმონ მაისურაძე: რაგბიში ის ხდება, რაც ქვეყანაში - უსამართლობა და განუკითხაობა

10 მარ 202115:18
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/10/mzjzpznsvdw2mb9.png

რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევნები ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. მობილიზებულია პოლიცია. 

ექსპო ჯორჯიაში, სადაც არჩევნები უნდა შედგეს, მორაგბეები და კავშირის წევრები დილის 10:00 საათიდან შეიკრიბნენ, თუმცა, კენჭისყრა ამ დრომდე ვერ დაიწყო. 

იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, დაზიანდა რამდენიმე ადამიანი. 

"ჩენ ვაწვებოდით, იქითა მხრიდანაც იყო აგრესია. მუშტებიც გაიქნიეს. კონკრეტულად არ ვიცი, ვინ იყო და რა იყო. არ ვიცი, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. ჩრდილოეთ კორეაში ვცხოვრობთ. რაც ხდება რაგბიში, ის ხდება ქვეყანაში - უსამართლობა და განუკითხაობა". - თქვა ფორმულასთან მორაგბემ, სიმონ მაისურაძემ. 

ის ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერია. მაისურაძე ამბობს, რომ სიმართლის მხარეს დგას, მეორე მხარეს კი ვიწრო ინტერესებით მოტივირებული ადამიანები არიან. 

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ამჯერად ერთია - იოსებ ტყემალაძე.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზიას ვეტერანი მორაგბე, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე აცხადებს. 

აბუსერიძემ 30 დეკემბერს არჩევნები უკვე მოიგო, თუმცა, საჯარო რეესტრი მას კავშირის პრეზიდენტად არ არეგისტრირებს. 30 დეკემბერს აბუსერიძის კონკურენტი გოჩა სვანაძე იყო. ის პროცესში ამჯერად არ მონაწილეობს. 

აბუსერიძე და მისი მომხრეები ამბობენ, რომ სწორედ ის არის რაგბის კავშირის პრეზიდენტი და მას საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია უკანონოდ შეუჩერა. 

დღეს ხმაური და დაპირისპირება ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე სწორედ იოსებ ტყემალაძის გამოჩენას მოჰყვა. 


close დახურვა