ქვეყანას ურთულესი წლები ელოდება - მძიმე ვითარებას ბიზნეს სექტორში ჩართული პირები პროგნოზირებენ. 8 ბიზნეს ასოციაცია ღარიბაშვილის სახელზე მიმართვას აგზავნის - მთავარ პრობლემად გადაწყვეტილებების დროული მიღება, გამოწვევად კი ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური კრიზისი სახელდება.
მიმართვა რომელიც 4 პუნქტისგან შედგება და ხელს 8 ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი აწერს, მთავრობის ადმინისტრაციას დღეს გაეგზავნა. წერილში პანდემიის ფონზე შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზეა საუბარი. ორგანიზაციები კი ხელისუფლებას გამოსავლის გზებს სთავაზობენ.