logo
ENG



ქუთაისში თურნავას გადადგომის და ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია იმართება

14 მარ 202113:14
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი / ფორმულა

ქუთაისში ნამახვანის ჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია იმართება.

მოსახლეობის მოთხოვნა უცვლელია -  დატოვოს ხეობა კომპანია ენკამ,  გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული ნებართვა და მასზე დაფუძნებული დოკუმენტები. დამატებით, დღევანდელი აქციის მონაწილეები ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას ითხოვენ.

„ჩვენი ინტერესი არ გადახურდავდება ვიწრო ინტერესებზე. უნდა გაუქმდეს მთავრობის განკარგულება, რომელიც რიონის ხეობას უცხოელ ინვესტორს გადასცემს, შეწყდეს ხელშეკრულება და 2015 წლიდან გაცემული ყველა ნებართვა. ასევე, ენკამ უნდა დატოვოს რიონის ხეობა.

ხელისუფლებამ ჩამოიხსნა ნიღაბი, როცა გაიქცა შეხვედრიდან და ჩვენ დაგვიწყეს დაბრალება, რომ ჩვენ ჩავშალეთ. სინამდვილეში, ჩვენ ვიყავით განწყობილები შეხვედრისთვის. ჩვენს კითხვებზე არ აქვთ პასუხები, ამიტომ ვითხოვთ, გადადგეს ნათია თურნავა", - ამბობენ აქტივისტები.

 


close დახურვა