logo
ENG



საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დღეიდან იწყება

15 მარ 202108:39
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დღეიდან იწყება. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმები ვაქცინას სხვადასხვა კლინიკებში პირდაპირ ეთერში გაიკეთებენ. კორონავირუსზე პირველი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ინფექციურ საავადმყოფოში აიცრება. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზაა შემოსული. მთავრობის ცნობით, დამატებით პარტიას მარტის ბოლომდე ელოდებიან, ასევე, მათივე ინფორმაციით, მარტის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 29 250 დოზა ფაიზერის ვაქცინაც.


close დახურვა