პატრიოტთა ალიანსის სიით პარლამენტში შესულ დავით ზილფიმიანს უნდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო ეწოდოს.
როგორც მან პარლამენტში თქვა, ბევრ ქვეყანაში ასეა და ჟღერადობით უკეთესია.
"უფრო უპრიანი ხომ არ არის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწოდებოდეს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროდ, იმიტომ, რომ უფრო მეტ ქვეყანაში, სადაც ეს ორი სამინისტრო ერთად არის, ჯერ მეცნიერებაა და ჟღერადობისთვისაც უფრო უკეთესია. უბრალოდ ინფორმაციისთვის, თუ საწინააღმდეგო არ იქნება, მგონი, არაფერი იცვლება და ამის შეცვლა შესაძლებელი იქნებოდა", - თქვა ზილფიმიანმა.
მას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უპასუხა და უთხრა, რომ უკვე მესამე მოსმენაა და ცვლილებების შეტანა ვერ მოხდება.