logo
ENG



კულტურის სამინისტრო ცალკე გამოიყო

16 მარ 202114:45
3 წუთის საკითხავი
clock 4798
2021/03/16/n8md6ahmkhqcsbu.jpg

პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე ჩამოყალიბებას მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა. ინიციატივას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.

შესაბამისად, დღეიდან, 16 მარტიდან საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად გაიყოფა და იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

კულტურისა და სპორტის მინისტრად ქართული ოცნების სახე და ამჟამად განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი განიხილება. ეს ინფორმაცია 8 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მაია მენაღარიშვილმა ჟურნალისტებს დაუდასტურა. ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატებმა პროფესიით დიპლომატის სპორტისა და კულტურის მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილება მოიწონეს და განაცხადეს, რომ წულუკიანი სპორტისა და კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებს ეფექტურად გაუმკლავდება. წულუკიანი უკვე რამდენიმე კვირაა, სხვადასხვა თეატრში დადის.


close დახურვა