logo

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 2 პირს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

16 მარ 202115:44
3 წუთის საკითხავი
clock 369
შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 2 პირს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 2 არასრულწლოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ-ს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

ისინი სასამართლომ 9 მარტის პროცესზე გაამტყუნა, თუმცა, კონკრეტული სასჯელი დღეს გამოაცხადა. 

სასამართლომ ზ.ხ და ა.ქ, ისევე, როგორც 3 სრულწლოვანი პირი დამნაშავედ სცნო ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ძალადობის, ასევე გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით: 

არჩილ გაგნიძეს მიესაჯა 16-წლიანი პატიმრობა. 

ნიკოლოზ რევაზიშვილი - 16-წლიანი პატიმრობა. 

ვახტანგ ჩიქოვანი - 16-წლიანი პატიმრობა. 

პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი სწორედ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 - არასრულწლოვანი. 

close დახურვა