ევროპის წამლების სააგენტომ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტიანია" და "მას გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე რისკი". ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ ჩაატარა კვლევა, მას შემდეგ რაც ევროპის 13 ქვეყანამ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეაჩერა, რადგან შიშობდნენ, რომ ის სისხლის შედედებას იწვევდა.
სააგენტომ დაადგინა, რომ ვაქცინას სისხლის შედედების (თრომბოემბოლიასთან) მაღალ რისკთან კავშირი არ აქვს.
ამასთან, მარეგულირებელში ამბობენ, რომ ვაქცინასა და სისხლის შედედების იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირის შესწავლას გააგრძელებენ.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს ასტრაზენეკას მოხმარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ის უსაფრთხოა. ორგანიზაცია პირად დასკვნას ვაქცინასთან დაკავშირებით ხვალ დადებს.