logo
ENG



ოპოზიცია სამომავლო გეგმებს ხვალ, 12:00 საათზე პარლამენტთან​ გამოაცხადებს

19 მარ 202118:31
3 წუთის საკითხავი
 
ოპოზიცია სამომავლო გეგმებს ხვალ, 12:00 საათზე პარლამენტთან​ გამოაცხადებს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხვალ, 12:00 საათზე პარლამენტთან ოპოზიცია მომავალ სამოქმედო გეგმას გამოაცხადებს.

როგორც უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში საპროტესტო ტალღა დაიწყება. 

"ქართულმა ოცნებამ ღიად განაცხადა, რომ ის კარს უხურავს ევროპულ პარტნიორებს და მთლიანად დასავლეთს. ოპოზიციამ თავის  მხრივ იყო სრულად კონსტრუქციული მიდგომებში, ჩვენ პრაქტიკულად უარი ვთქვით, ყველანაირ პროტესტზე ქუჩაზე, ვიდრე არ დასრულდებოდა მოლაპარაკებები, რადგან გვეგონა რომ ქართულ ოცნებაში გაიმარჯვებდა საღი აზრი...

ხვალიდან უკვე გადავდივართ სულ სხვა მოქმედების რეჟიმზე და სულ სხვა ტალღაზე. ამიტომ ჩვენს გეგმას, თუ რას ვაპირებთ უახლოესი პერიოდის განმავლობაში და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ამის შესახებ ხვალ გამოვაცხადებთ 12 საათზე რუსთაველზე", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა შედგა, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 9-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე პროგრესი არსებობს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც კონსენსუსი მიღწეული არ არის. 

დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. 

მანამდე, საქართველოში თავად შარლ მიშელი ჩამოვიდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი. 


close დახურვა