logo
ENG



ტრაპეზი წირვის შემდეგ - ჭყონდიდის ეპარქია "პატრიოტების" ლიდერებს და პარტაქტივს მასპინძლობს

21 მარ 202113:54
3 წუთის საკითხავი
clock 3225

ჭყონდიდის ეპარქია პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს და პარტაქტივს მასპინძლობს. 

წირვის შემდეგ ტრაპეზიც გაიმართება. 

ჭყონდიდის ეპარქიაში რამდენიმე საათის წინ ათონიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლი ჩამოიტანეს. 

პატრიოტთა ალიანსის წევრის, გოჩა თევდორაძის თქმით, ხატის ჩამოტანას, ასევე, მრევლისა და პარტაქტივის ჭყონდიდის ეპარქიაში ჩაყვანას ორგანიზება სწორედ მათმა პარტიამ გაუწია.

მისივე თქმით, მარტვილში იმყოფება თავადაც. წირვას ესწრებიან დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილიც. 

„მართლმადიდებლობის ზეიმია, ჩვენი აქტივისტებიც იყვნენ აქ, ხატი ჩამოაბრძანეს. ტრაპეზის რა გითხრათ, ყოველ კვირას ატარებენ. „მარშუტკები“ იყო, სუფრის რა გითხრათ. სუფრა მე არ მინახავს, თქვენ სად ნახეთ, წირვა მიდის ჯერ, არ დასრულებულა", - ამბობს გოჩა თევდორაძე.


close დახურვა