logo
ENG



სუჯაშვილი რუსი სამხედროს ფოტოზე: ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა

22 მარ 202101:06
3 წუთის საკითხავი
clock 5883
2021/03/22/lorjbk6sgcb3y3y.jpeg

თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი რუსი სამხედროს ფოტოს გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ "გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა".

ის ფოტოს გამო ბოდიშს იხდის.

"მეგობრებო, საიდუმლო არაა, რომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ. თუმცა, თავად ვარ პასუხისმგებელი ყველა გამოქვეყნებულ მასალაზე და მათ შინაარსზე. გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელ საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს ამისთვის. სამწუხაროდ, უკვე დაიწყო თემით სპეკულირება. რუსეთი რომ ოკუპანტია და მტერი, ეს არც სადავოა და არც სადისკუსიო", - წერს სუჯაშვილი.

სუჯაშვილმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი სამხედროს ფოტოთი მიულოცა. მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა და მას შემდეგ, რაც კომენტარებში აღნიშნეს, რომ სურათზე რუსი ჯარისკაცია, სუჯაშვილმა პოსტი წაშალა.


close დახურვა