logo
ENG



"შენ არავინ ხარ" - აეროპორტში მესაზღვრემ უცხოელ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, მოკვლევა დაიწყო

23 მარ 202114:20
3 წუთის საკითხავი
clock 20899
2021/03/23/8qcncy1edgd9oqp.jpg

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა დღეს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოში დისტანციურად სამუშაოდ ჩამოსულ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა და ქვეყანაში არ შემოუშვა. დაპირისპირების ამსახველი კადრები Facebook-ზე ალექსანდრე გიორგაძემ გაავრცელა.

ვიდეოს თანახმად, ქალი მესაზღვრეს უხსნის, რომ აქვს ყველა საბუთი, ტესტი, თანხა და ქვეყანაში შემოსვლის უფლება, ამის მიუხედავად, მესაზღვრე მას აგრესიულად ელაპარაკება, მიმართავს უცენზურო სიტყვებით და ეუბნება, რომ "ეს მისი ქვეყანაა".

"წადი, დაბრუნდი თურქეთში, იმიტომ, რომ ეს ჩემი ქვეყანაა", "არ მინდა თქვენთან ლაპარაკი", "მოვა ავიაკომპანია და წაგიყვანს უკან, გაიგე?" - ეუბნება მესაზღვრე ქალს და ამატებს, რომ მას ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა და "ვერც ვერასდროს შემოვა". 

"შენ არავინ ხარ" - მიმართავს მესაზღვრე უცხოელ ქალს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ აეროპორტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

რაც შეეხება აღნიშნულ მოქალაქეს, შსს-ს თქმით, მას საქართველოში შემოსვლაზე უარი "უცხოელთა და მოქალეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვა, რაც გულისხმობს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმას "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში".


close დახურვა