logo
ENG



საფრანგეთში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელი მოპარულ ველოსიპედებს ყიდდა

23 მარ 202116:38
3 წუთის საკითხავი
clock 2537
2021/03/23/1xn0cjhz150o750.jpg

მიმდინარე წლის თებერვალში სტრასბურგში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელი დააკავეს. 

გაირკვა, რომ ის, დიპლომატიური მისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოპარულ ველოსიპედებს ყიდდა. 

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სტრასბურგის ყოფილს ვიცე მერს, ალენ ფონტანელს ძვირადღირებული ელექტრო ველოსიპედი მოპარეს. 

ქურდობიდან რამდენიმე დღის შემდეგ ფონტანელმა აღმოაჩინა, რომ მისი ველოსიპედი ერთ-ერთ საიტზე იყიდებოდა. გამყიდველს მის ნივთთან ერთად კიდევ რამდენიმე ველოსიპედის გაყიდვის განცხადება ჰქონდა გამოქვეყნებული. 

სტრასბურგის ყოფილმა მერმა პოლიციას მიმართა. პოლიცია კი გამყიდველს დაუკავშირდა, როგორც კლიენტი. შეთანხმდნენ შეხვედრაზე რუსეთის საკონსულოს შენობის უკანა კართან. 

გამყიდველმა პოლიციელს აჩვენა ფონტანელის ველოსიპედი, ასევე წარმოადგინა ნასყიდობის ყალბი ქვითარი რუსეთის საკონსულოს ბეჭდით.

მას გასაყიდად თან ჰქონდა კიდევ სამი ველისიპედი, რომლებიც მფლობელთა ვინაობაც ჯერ არ გამოვლენილა.

გამოძიებამ გაარკვია, რომ 2020 წლის იანვრიდან კაცმა საიტზე Leboncoin 300-მდე განცხადება გამოაქვეყნა და ჯამში 100 000 ევროს ველოსიპედები გაყიდა. 

მიუხედავად იმისა, რომ მოპარული ველოსიპედების ქურდი ახლა რუსეთში იმალება, გამოძიება გრძელდება. 

აღსანიშნავია, რომ კაცი, რომელიც მოპარულ ველოსიპედებს ყიდდა, რუსი დიპლომატის მძღოლი იყო.

ის მოპარულ ველოსიპედებს უშუალოდ საკონსულოს შენობიდან ყიდდა, ხოლო საკონსულოს სახელით მომხმარებლებს ინვოისებსაც აძლევდა. 

რუსეთის საკონსულო უარს ამბობს საფრანგეთის პოლიციისთვის მის შესახებ პირადი ინფორმაციის მიწოდებაზე.

უცნობია, ანაწილებდა თუ არა ის ფულს საკონსულოს სხვა თანამშრომლებთან.


close დახურვა