logo
ENG



საბანაძე Le Monde-თან აცხადებს, რომ ბოლო კვირებში ხელისუფლებასთან "უთანხმოებები" ჰქონდა

23 მარ 202122:22
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/23/ggl3dri852ip74i.jpg

ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატა საბანაძემ, რომელმაც თანამდებობა გასულ კვირას დატოვა, ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან აცხადებს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ხელისუფლებასთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება ჰქონდა. 

"ნატა საბანაძემ Le Monde-ს გაუმხილა, რომ ბოლო კვირებში "საქართველოს ხელისუფლებასთან უთანხმოებები ჰქონდა. 

“ყველა მმართველი აცხადებს რომ პრო-ევროპელია, მაგრამ არ კმარა მხოლოდ ამის თქმა, ეს საქმით უნდა დაამტკიცო” - სინანულით განაცხადა მან. დიპლომატს არ სურს უფრო ღრმა დეტალებში შესვლა, რადგან არ სურს “სიტუაციის გაუარესება”, - ვკითხულობთ გამოცემის სტატიაში. 

საბანაძის გადადგომას წინ უსწრებდა ევროკომისიის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა, ქრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა, შარლ მიშელმა კი განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი საქართველოს კვლავ ეწვევა. 

საბანაძემ თანამდებობა 21 მარტს დატოვა.

"ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც გამოწვევებით - პროფესიული თუ მორალური. დღეს მოვიდა დრო, ეს ფურცელი გადავშალო", - დაწერა მან გამოსამშვიდობებელ ფეისბუქპოსტში. 

 


close დახურვა