logo
ENG



საგარეო საბანაძეზე: გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ

21 მარ 202119:53
3 წუთის საკითხავი
 
საგარეო საბანაძეზე: გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ნატალია საბანაძის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მას პოსტის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ ჰქონდა გადაწყვეტილი.

"მადლობას ვუხდით ქ-ნ ნატა საბანაძეს გაწეული სამსახურისთვის. აღნიშნულ მისიაში მისი მოღვაწეობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.

აღსანიშნავია, რომ ქ-ნი ნატა საბანაძე ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად საქმიანობდა რვა წლის განმავლობაში.

უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მ.წ. 16 მარტს გაიმართა.

მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი შეხევდრა ერვოკავშირთან, რომელიც 2019 წლის შემდგომ პანდემიის ფონზე პირველად გაიმართა და ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა თავისი შედეგებით.

წარმატებას ვუსურვებთ ქ-ნ ნატას მის მომავალ საქმიანობაში!" - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 21 მარტს ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა. მან ფეისბუქზე დაწერა, რომ პოსტიდან წასვლის განცხადება უკვე დააკმაყოფილა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 


close დახურვა