logo
ENG



კორონავირუსის 673 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,19%-ია

30 მარ 202110:41
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 673 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,19%-ია

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 673-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 298 ადამიანი, 8 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 751 კვლევა, აქედან 23 361 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 7 390 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,19%-ია, ბოლო 14 დღის - 1,69%, ბოლო 7 დღის - 1,6%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 330 შემთხვევა;
  • აჭარა - 56;
  • იმერეთი - 67;
  • ქვემო ქართლი - 19;
  • შიდა ქართლი - 57;
  • გურია - 22;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71;
  • კახეთი - 14;
  • მცხეთა-მთიანეთი - 7;
  • სამცხე-ჯავახეთი - 4;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 4 447 აქტიური შემთხვევაა. 1 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 770, აჭარაში - 208, იმერეთში - 289. მძიმე პაციენტია 326 პირი, მათ შორის, თბილისში - 140, აჭარაში - 35, იმერეთში -76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში - 2, იმერეთში - 6. 214 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 175 - თბილისში, 30 - აჭარაში. 2 609  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 263 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 152, ხოლო აჭარაში - 16. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 922 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 502 პირი, აჭარაში - 995, იმერეთში - 1036.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 281 145 -ს შეადგენს. აქედან 272 899 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 773 გარდაიცვალა.


close დახურვა