logo
ENG



ფორმულა - შეთანხმებაში ვადამდელზე საუბარი არაა, მელიას გირაოს გადახდას ევროკავშირი აპირებს

30 მარ 202120:01
3 წუთის საკითხავი
clock 5967

ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აღარაა, თუმცა ის მოიცავს შემდეგ საკითხებს - გიორგი რურუა ციხეს დატოვებს ნოემბრის ბოლოს; ნიკა მელიას გირაოს თანხას კი ევროკავშირი გადაიხდის.  

შვედი დიპლომატის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეხვედრა უკვე 3 საათია მიმდინარეობს და ამ დრომდე გრძელდება. 

გუშინ, 29 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ დენიელსონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე თავის წინადადებებს 30 მარტს დადებს. 

დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. 

ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა. 

ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს. 

  • რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში, ნახეთ აქ

ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც ამბობენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ. 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთერთი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, არ შესრულდება.


close დახურვა