logo

მარტის თვეში ინფლაციის დონემ 4.2%-ს მიაღწია, წლიური ინფლაცია 7.2%-ია

02 აპრ 202112:16
3 წუთის საკითხავი
clock 164

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მარტის თვეში წინა თვესთან შედარებით ინფლაციამ 4.2% შეადგინა.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას -  საქსტატის მონაცემებით, ეს რიცხვი 7.2%-ია.

ასევე, საქსტატის ინფორმაციით, საბაზო ინფლაცია წინა წლის მარტთან შედარებით 6.9%-ია, ხოლო თამბაქოს გარეშე - 6.6%.

სტატისტიკის სამსახური ავრცელებს ფასების მატების დინამიკასაც. მომატებულია ფასები შემდეგ პროდუქტებზე:

  • ხორცი და ხორცპროდუქტები  - 4%
  • უალკოჰოლო სასმელები, ნატურალური წვენები, მინერალური და წყაროს წყალი - 5%
  • პური და პურპროდუქტები - 7.7 %
  • რძე, ყველი და კვერცხი - 8.5%
  • თევზეული - 12.2%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -13%
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 13.7 %
  • ზეთი და ცხიმი - 35.8%

ხილის და ყურძნის, ასევე, ბოსტნეულის ფასები შემცირებულია, შესაბამისად, 8.6 და 12 პროცენტით.

close დახურვა