განახლება: დავით სერგეენკოს ცნობით, მაჭავარიანმა რამდენიმე დღის წინ ცხვირის ძგიდეზე გეგმიური ოპერაცია გაიკეთა და კლინიკაში ვიზიტზე იყო მისული.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი კლინიკაში მოათავსეს.
სააგენტოს ცნობით, ის ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში დაზიანებებით გადაიყვანეს. სააგენტო წერს, რომ არსებული ინფორმაციით, მაჭავარიანი იმ დღეს, როდესაც მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, უკვე კლინიკაში იმყოფებოდა.