logo
ENG



სერგეენკო მაჭავარიანზე: გეგმიური ოპერაცია გაიკეთა ცხვირის ძგიდეზე და ვიზიტზე იყო მისული

05 აპრ 202116:52
3 წუთის საკითხავი
clock 1356
2021/04/05/0y6b2j7vzwf4814.jpg

ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოს თქმით, ფინანსთა ყოფილი  მინისტრი კლინიკაში დაზიანებების გამო არ იმყოფებოდა.

როგორც სერგეენკომ ფორმულას განუცხადა, ივანე მაჭავარიანმა გეგმიური ოპერაცია ჩაიტარა.

„ზუსტად შემიძლია გითხრათ, რამდენიმე დღის წინ გაიკეთა გეგმიური ოპერაცია ცხვირის ძგიდეზე და  გეგმიურ ვიზიტზე იყო მისული, არანაირი დაზიანებები", - ამბობს სერგეენკო.

ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინანსთა ყოფილი მინისტრი კლინიკაშია მოთავსებული. მათი ინფორმაციით, მაჭავარიანს დაზიანებები აღენიშნება.


close დახურვა