საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 897-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 196 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 592 კვლევა, აქედან 18 536 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 6 056 PCR-ით.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 12 846 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,65%-ია, ბოლო 14 დღის - 1,94%, ბოლო 7 დღის - 2,32%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 463 შემთხვევა;
- აჭარა - 83;
- იმერეთი - 88;
- ქვემო ქართლი - 41;
- შიდა ქართლი - 32;
- გურია - 31;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 96;
- კახეთი - 19;
- მცხეთა-მთიანეთი - 24;
- სამცხე-ჯავახეთი - 1;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 5 880 აქტიური შემთხვევაა. 1 892 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 911, აჭარაში - 286, იმერეთში - 293. მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში - 171, აჭარაში - 44, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში - 39, აჭარაში - 3, იმერეთში - 8. 269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 - თბილისში, 98 - აჭარაში. 3 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 191 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 92, ხოლო აჭარაში - 9. თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 213 პირი, აჭარაში - 1 291, იმერეთში - 1 018.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 284 958-ს შეადგენს. აქედან 275 220 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 832 გარდაიცვალა.