logo
ENG



DRI მთავრობას აფხაზეთიდან გადმომსვლელებისთვის კარანტინის გაუქმებისკენ მოუწოდებს

07 აპრ 202112:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/07/uscewo4sllx1vx5.jpg

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმომსვლელი მოქალაქეებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი დაუყოვნებლივ გააუქმოს. 

ორგანიზაცია ეხმაურება მდინარე ენგურის გადმოკვეთისას 3 ადამიანის დაღუპვას და აცხადებს, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრის სურვილს ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

"აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ამ სახიფათო გზით ცდილობენ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმოს კარანტინი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე ენგურიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 143-ე (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა) მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა