logo
ENG



მელაშვილმა, ილიჩოვამ, ხუსკივაძემ და კობალაძემ ჯო ბაიდენს წერილით მიმართეს

07 აპრ 202113:25
3 წუთის საკითხავი
clock 574

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე ბრალდებულებმა აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემ, ასევე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებმა ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა აშშ-ის საელჩოში წერილი დატოვეს, რომლითაც აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიმართეს.

როგორც ისინი აცხადებენ, წერილი გიორგი რურუასა და ნიკა მელიას მხარდამჭერია.

აკაკი ხუსკივაძის თქმით, ისინი მიმართავენ პრეზიდენტ ბაიდენს, რომ მოახდინოს გავლენა საქართველოსი დემოკრატიულ პროცესებზე.

"ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტ ბაიდენს, რომელიც დემოკრატიის შუქურაა მსოფლიოში, რომ სახელმწიფოს მიდგომა არ იყოს ჩვენ მიმართ დავიწყებული და პირველ რიგში, საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდეს ხელისუფლების მიმართ",- აცხადებს ხუსკივაძე.

ივერი მელაშვილის თქმით კი, საქართველოში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს.

"პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც ბატონი მელია, ასევე რურუა, პოლიტიკური დევნილები არიან, ისევე როგორც ჩვენ ვიყავით თავის დროზე. შესაბამისად, მხარდაჭერას გამოვთქვამთ და ვისწრაფვით იმისკენ, რომ შეწყდეს ეს", - თქვა მელაშვილმა.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე ბრალდებულ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2020 წლის 9 ნოემბერს შეუფარდა.  დაკავებულები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ 2020 წლის 10 დეკემბერს გაათავისუფლა. მათ გირაოს სახით 10 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.

რაც შეეხება ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს, ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს,  ისინი სასამართლომ 28 იანვარს 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

სამოქალაქო საზოგადოება ორივე საქმეში პოლიტიკურ მოტოვებს ხედავს.


close დახურვა