logo
ENG



კორონავირუსის 761 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი

08 აპრ 202110:48
3 წუთის საკითხავი
clock 835

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 761-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 537 ადამიანი, 9 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 201 კვლევა, აქედან 20 281ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 13 920 PCR-ით.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 1 363 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 14 207 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,23%-ია, ბოლო 14 დღის - 2,03%, ბოლო 7 დღის - 2,5%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

თბილისი - 434 შემთხვევა;

აჭარა - 67;

იმერეთი - 59;

ქვემო ქართლი - 20;

შიდა ქართლი - 24;

გურია - 33;

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77;

კახეთი - 19;

მცხეთა-მთიანეთი - 23;

სამცხე-ჯავახეთი - 2;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 286 406 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 276 084, გარდაიცვალა 3 849 პაციენტი.

 

 


close დახურვა