logo
ENG



მუხთარლი: პროკურატურამ თურქულენოვანი თარჯიმანი მოიყვანა, გამოკითხვა ვერ შედგა

08 აპრ 202117:03
3 წუთის საკითხავი
clock 883
2021/04/08/14zexgqdfi1afxt.jpg

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, საქართველოს პროკურატურაში თურქულენოვანი თარჯიმანი დაახვედრეს. 

როგორც თავად მუხთარლიმ განაცხადა, ენობრივი ბარიერის გამო გამოკითხვა ვერ შედგა.

„კითხვები არ ყოფილა, თარჯიმანი არ იყო, რომ აზერბაიჯანულიდან ქართულად ეთარგმნა. ჯერ იყო თარჯიმანი თურქულიდან, მასზე უარი ვთქვი. 1.5 საათში მეორე თარჯიმანი მოვიდა - აზერბაიჯანული არც მან იცოდა. 4 საათს ტყუილად ვიჯექი. თქვეს, რომ ხვალ სხვა თარჯიმანს იპოვიან. ვფიქრობ, აზერბაიჯანულიდან ქართულად ბევრი თარჯიმანი უნდა იყოს", - ამბობს მუხთარლი.

აფგან მუხთარლი თბილისში, 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. აზერბაიჯანმა მას ბრალად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ვალუტის კონტრაბანდა წაუყენა. 

მუხთარლი ამბობდა, რომ მას ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო სდევნიდა. ის ამბობს, რომ მის დაკავებამდე აზერბაიჯანულმა ხელისუფლებამ 4 ჟურნალისტი მოკლა, ხოლო 30 დააკავა. 


close დახურვა