გია გაჩეჩილაძემ მის მიერვე ორგანიზებულ "ინტელექტუალურ შეკრებაზე" ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტს "ღმერთი სიყვარულია" წააწერა.
"ღმერთი რომ სიყვარულია აქ მაინც დაიწერება, დაიწერება, დაიწერება"- ამბობს გაჩეჩილაძე.
9 აპრილის აქცია ოპოზიციის წინააღმდეგ და "პოლიტიკური ნაგვის გატანის მოთხოვნით" მიმდინარეობს, უცნობმა აქციის პარალელურად ქართველი ხალხის მარადისობის დღის დაარსებაც დაანონსა.