წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში კაცს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ის მდინარე რიონში გაუჩინარდა. ფორმულა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაგვამისამართა.
როგორც ფორმულას შსს-ში განუცხადეს, ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ფორმულა დამატებითი ინფორმაციის გარკვევას ცდილობს.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდა. ერთ-ერთი აქტივისტი დათო სიმონია წერს, რომ კაცი ნამოხვანში თბილისიდან 3 დღის წინ ჩავიდა. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კაცი შესაძლოა ნასვამ მდგომარეობაში ყოფილიყო, სიმართლეს არ შეესაბამება.
მასალა განახლებადია