logo
ENG



ნამოხვანში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

10 აპრ 202123:03
3 წუთის საკითხავი
 
ნამოხვანში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო
ფოტო: ფორმულა

სოფელ ნამოხვანში, მდინარეში გაუჩინარებულ კაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცს თითქმის 2 საათია ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდა. ერთ-ერთი აქტივისტი დათო სიმონია წერს, რომ კაცი ნამოხვანში თბილისიდან 3 დღის წინ ჩავიდა. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კაცი შესაძლოა ნასვამ მდგომარეობაში ყოფილიყო, სიმართლეს არ შეესაბამება. 

 

 


close დახურვა