logo
ENG



რიონში გაუჩინარებული კაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება

12 აპრ 202109:25
3 წუთის საკითხავი
 

მდინარე რიონში გაუჩინარებული კაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სამუშაოებში 100-მდე მაშველია ჩართული.

მყვინთავები სპეციალური წყალქვეშა მოწყობილობებით ეძებენ დაკარგულ ახალგაზრდას, თუმცა ძებნას უამინდობა აფერხებს. 

ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე მდინარეში ღამით ორი დღის წინ შევიდა და დაიკარგა.

იქ მყოფებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ დინებამ წაიღო. 

სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.  

ერთ-ერთი აქტივისტი, დათო სიმონია წერს, რომ კაცი ნამახვანში თბილისიდან რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კაცი შესაძლოა ნასვამი ყოფილიყო, სიმართლეს არ შეესაბამება. 


close დახურვა