საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 526 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 685 ტესტი, მათ შორის 7 795 ანტიგენი და 5 890 - PCR.
მათივე ინფორმაციით, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.31%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.51 %.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში დადასტურდა 202,
- აჭარა - 46,
- იმერეთი - 19,
- ქვემო ქართლი - 14,
- შიდა ქართლი - 14,
- გურია - 9,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 40,
- კახეთი - 5,
- მცხეთა-მთიანეთი - 7,
- სამცხე-ჯავახეთი - 2,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.