logo
ENG



მოსამართლემ კობახიძისა და გულაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

13 აპრ 202113:40
3 წუთის საკითხავი
clock 571
ვახო ქარელი/ფორმულა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობა ნიკა მელიას ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე დააყენეს.

მოსამართლემ, ასევე, არ დააკმაყოფილა კობახიძის ინტერვიუს მტკიცებულებად დაშვების შუამდგომლობა. საუბარია კობახიძის იმ ინტერვიუზე, რომლითაც ირკვევა, რომ ქართული ოცნება მელიას დაპატიმრებას მოსამართლის გადაწყვეტილებამდე განიხილავდა. ადვოკატები ამბობენ, რომ ამით მტკიცებდა მოსაზრება, რომ მელიას დაკავების გადაწყვეტილება ქართულ ოცნებას წინასწარ ჰქონდა მიღებული.

რაც შეეხება სპეცსამსახურის ყოფილ თანამშრომელს, მან ინტერვიუში ისაუბრა, რომ 20 ივნისის ღამეს შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილის კახა საბანაძის დავალებით, სხვებთან ერთად, პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრის კამერების ჩანაწერები წაშალა.


close დახურვა